“რუსთავსერვის ცენტრი” სკოლების მიმდებარე ტერიტორიებს აწესრიგებს

 რუსთავის მერიის, “რუსთავსერვის ცენტრი”  ქალაქში,სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სკოლების მიმდებარე ტერიტორიებს აწესრიგებს.

  სამუშაოები ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს. ამ დროისთვის, “რუსთავსერვის ცენტრის”თანამშრომლები,  სპეც-ტექნიკის გამოყენებით, საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარედ ,ხეებს ხმელი ტოტებისგან ასუფთავებენ.

“რუსთავსერვის ცენტრის” ხელმძღვანელის, რეზო გოგიძის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, სკოლებთან არსებულ გზებზე, ზებრა გადასასვლელები დაიხაზება.