რუსთავში რევაზ ლაღიძის სახელობის N3 სამუსიკო სკოლის შემოღობვის სამუშაოები მიმდინარეობს

 რუსთავში რევაზ ლაღიძის სახელობის N3 სამუსიკო სკოლის შემოღობვის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ლინაგი” ასრულებს. განსახორციელებელი სამუშაოების საერთო ღირებულება 10 300 ლარია.

მუსიკალური სკოლის შენობის გარე პერიმეტრზე მიმდინარე სამუშაოები რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა ზაზაძემ დაათვალიერა.

მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც სამუსიკო სკოლის მიმდებარე ტერიტორია შემოიღობება, მუსიკალურ სკოლაში ცენტრალური გათბობის სისტემა დამონტაჟდება.