რუსთავში ხელოვნური ინტელექტისა და ბლოკჩეინის ცენტრი ონლაინსივრცეში ამოქმედდება.
ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელის განცხადებით, სწავლება ონლაინ სივრცეში გადადის და მომავალი კვირიდან, ონლაინ ტრენინგების დაწყება იგეგმება.
“ეს იქნება ე.წ. “TOT – ტრენინგი ტრენერებისათვის”, შეიქმნება გარკვეული 10-12 კაციანი გუნდი, რომლებიც შემდეგში დამოუკიდებლად შეძლებენ ტრენინგები დაინტერესებული ადამიანებისათვის ჩაატარონ.”-განაცხადა რევაზ ბარბაქაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველები თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლიან და შესაბამისად, დასაქმების ალტერნატიული შესაძლებლობა გაუჩნდებათ. დროთა განმავლობაში იგეგმება ცენტრის გაფართოება და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მისი საქმიაობის რეპლიკაცია.