აფხაზეთის მთავრობის დაფინანსებით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დევნილთა კომპაქტურ საცხოვრისებში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება. ქვემო ქართლის რეგიონის მასშტაბით, გარდაბნის, მარნეულისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში სადეზინფექციო სამუშაოები საერთო ჯამში 88 საცხოვრისს ჩაუტარდება.
“კორონავირუსის პრევენციის გამო, რუსთავსა და გარდაბანში სადეზინფექციო სამუშაოები 42 ობიექტს ჩაუტარდა. სამუშაოები დღეს მარნეულისა და თეთრიწყაროს 25 ობიექტში გაგრძელდება. ოთხშაბათისთვის კი ვაზიანში არსებულ 21 საცხოვრისის დეზინფექციას ვგეგმავთ “, – აღნიშნა სადეზინფექციო სამუშაოების წამყვანმა სპეციალისტმა თემურ ანდღულაძემ