კორონავირუსი: 34 ახალი შემთხვევა, 5 გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 684 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 1315 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 020 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 299.