კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2937-ს შეადგენს.

 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი შემთხვევიდან 126 აჭარას, 16 იმერეთს, 15 კი თბილისს უკავშირდება.

„დაგვემატა 179 ახალი შემთხვევა და გახდა 2937.  179 შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა – 126, იმერეთი – 16, თბილისი – 15, სამეგრელო-ზემო სვანეთი – შვიდი, მცხეთა-მთიანეთი – შვიდი, გურია – ოთხი, კახეთი – ოთხი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

10-ით გაიზარდა კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და  მათი რიცხვი 142 – ს შეადგენს.  კარანტინის რეჟიმშია 6633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ  რჩება 836 პირი 

 ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.