საქართველოში COVID-19-ის 158 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 2075 შემთხვევაა დადასტურებული. 

UPDATE: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის  158 ახალი შემთხვევიდან 87 აჭარას უკავშირდება, 28 სამეგრელოს, 19 იმერეთის რეგიონთან არის დაკავშირებული, ექვსი შემთხვევა  გურიას, ხოლო 18 ახალი შემთხვევა თბილისს უკავშირდება.

„კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა დაგვემატა და გვაქვს 275.  ახალი შემთხვევების განაწილება ასეთია: 87 შემთხვევა აჭარას, 28 სამეგრელოს, 19 იმერეთს, ექვსი გურიას, 18 კი თბილისს  უკაშირდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 9 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 363-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 390 ადამიანი გადის.