რუსთავში, ხერხეულიძისა და კიკვიძის კვეთაზე არსებული ავტოსამრეცხაო MGI მთელი დღის განმავლობაში საქველმოქმედო აქციას აწყობს. 12 სექტემბერს ავტოსამრეცხაოში შესული თანხა სრულად გადაერიცხებათ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ.
ორგანიზატორი: „საქველმოქმედო პროექტის მთავარი მიზანია, რომ დავეხმაროთ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებს. თითოეული ადამიანი, რომელიც დღეს MGI-ის მომსახურებით ისარგებლებს ავტომატურად ხდება ქველმოქმედი, ასეთი სახის პროექტებითა და რუსთაველების ჩართულობით მეტი სიკეთის კეთება შეიძლება“ .
3 საათიდან ადგილზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა და ყველანაირი სტანდარტის დაცვით ჩატარდა „დრიფტ შოუ“, რომელშიც მონაწილეობას რუსთაველი მოყვარული სპორტსმენები იღებდნენ.
📢📢 საქველმოქმედო აქცია რუსთავში📢📢 ვრცლად: https://bit.ly/2Fnf61k
Geplaatst door TV4.ge op Zaterdag 12 september 2020
🎥🎥 საქველმოქმედო აქცია რუსთავში🎥🎥 ვრცლად: https://bit.ly/2Fnf61k
Geplaatst door TV4.ge op Zaterdag 12 september 2020