ვარკეთილში საბითუმო მაღაზია დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ სვანების ბაზრობის ერთ-ერთ მაღაზიაში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა და რამდენიმე ათასი ლარი წაიღო.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.