ფილარმონიასთან აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა

თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად, დაშავდა სამი ადამიანი. ერთი დაშავებული ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

რაც შეეხება ორ დაშავებულს, ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში არიან მოთავსებული.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო–სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიცია.

ამ დროისთვის აფეთქების მიზეზი უცნობია.