ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თვითმხილველმა განაცხადა,რომ დაინახა,როგორ გაუჩინარდა კაცი მდინარეში.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო 3 მყვინთავი, 1 ნავი, 2 სკუტერი, 2 კატერი, აქედან ერთი აღჭურვილი წყალზე საძიებო სკანერი “ექოლოტით” და სამაშველო ჯგუფი დრონით.