ფონიჭალაში 2 ახალგაზრდა დაჭრეს

ფონიჭალაში 2 ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. დაჭრილები ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

როგორც ცნობილია, დაჭრილები 17 და 19 წლის ახალგაზრდები არიან. თუ რა გახდა შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.