წალენჯიხის სოფელ საჩინოში უბედურ შემთხვევის შედეგად შუა ხნის ქალის დაიღუპა. სოფლის რწმუნებულის ანზორ შეროზიას განცხადებით, შემთხევა დღეს მოხდა. თხილით დატვირთული ტრაქტორი გადაბრუნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე დაშავდა.
„თხილით იყო ტრაქტორი დატვირთული. ფერდობზე ადიოდა, რა დროსაც საბურავი მოძვრა და გადაყირავდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულებიც არიან, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა ერთმანეთის მეზობელია“, – აცხადებს ანზორ შეროზია.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს მის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.