საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, აჭარის რეგიონში ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
“აჭარაში დღეს არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, გახდა გარკვეული შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ამ რეგიონში”, – განაცხადა მეზვიშვილმა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 4 399 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 1 705 უკვე გამოჯანმრთელდა, 25 კი გარდაიცვალა.