აბაშაში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

აბაშაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 70 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

არსებული ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე მამაკაცს სატვირთო მანქანა დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.