“ავერსის” რუსთავის ფილიალის 13 თანამშრომელს “კოვიდ-19” დაუდასტურდა

Tv4-ის ინფორმაციით, “ავერსის” ქსელის რუსთავის ფილიალის 13 თანამშრომლის ტესტის პასუხი კორონავირუსზე დადებითია. 

Tv4 რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს დაუკავშირდა.ცენტრის ხელმძღვანელი,დავით ბეგაშვილი ადასტურებს ინფორმაციას, რომ “ავერსის” ფილიალის შვიდ რუსთაველ თანამშრომელს “კოვიდ 19″ დაუდასტურდა.

მისივე ინფორმაციით, ინფიცირებული პაციენტების 60-მდე კონტაქტია მოძიებული და ეპიდკვლევები ამ დრომდე გრძლედება. ამასთან, როგორც ბეგაშვილმა აღნიშნა, ინფიცირების წყაროზე დაზუსტებით საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია. 

ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა , რუსთავის ფილიალის კიდევ რვა თანამშრომელს, რასაც არ ადასტურებენ “ავერსის” კლინიკაში. გენერალურმა დირექტორმა, დიმა ჯორბენაძემ Tv4-ს განუცხადა,რომ დღეს “კოვიდ 19″ ფილიალის მხოლოდ სამ თანამშრომელს დაუდასტურდა.