ავტოსაგზაო შემთხვევა შატილში – რუსთაველი ახალგაზრდა აპარატიდან მოხსნეს

 შატილში მომხდარი  ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 3 ადამიანის, მათ შორის რუსთაველი ახალგაზრდას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და აპარატიდან მოხსნეს. 

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით,  პაციენტები კონტაქტურები და ადეკვატურები არიან.

“რეანიმაციაში რჩებიან, მაგრამ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა. აპარატიდან მოვხსენით. უკეთესია მათი მდგომარეობა, კონტაქტურები და ადეკვატურები არიან. მხოლოდ 2 მათგანია დამხმარე ვენტილაციაზე დატოვებული”, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს, შატილის გზაზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.