აზერბაიჯანის ჯარმა სომხეთის სარეზერვო ძალები გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო უწყება ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბატალიონმა დახმარებისთვის სარდლობას მიმართა.
“სომხეთის არმიის მე-10 სამთო მსროლელი დივიზიის მე-7 სამთო მსროლელი პოლკის მეორე ბატალიონმა ჩვენს მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა.
ჩვენმა ნაწილებმა დასახმარებლად მიმავალი სარეზევრო ძალები აღმოაჩინეს და გაანადგურეს” – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს