“არა ციხის მშენებლობას ქალაქში” – რუსთაველმა აქტივისტებმა ჭყონდიდელის დასახლებაში აქცია-პერფორმანსი გამართეს.
აქტივისტებმა საინფორმაციო სახის აქცია გამართეს და დასახლებულ პუნქტთან ახლოს ციხის მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
სამოქალაქო აქტივისტები ინიციატივით გამოდიან, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ციხის ნაცვლად, ტექნიკური უნივერსიტეტი აშენდეს. აქციის მონაწილეებმა ადგილზე სიმბოლურად მოწყობილი ციხის კონსტრუქცია
“ჩვენ აქ მოვედით ციხის მშენებლობასთან დაკავშირებით. აქ ციხე არ უნდა აშენდეს, რადგან ეს დასახლებული პუნქტიდან 20 მეტრით არის დაშორებული. ჩვენ ციხე არ გვინდა, ჩვენ განათლება გვირჩევნია. “მშრომელთა სოლიდარობის კავშირი” გამოდის ინიციატივით, რომ აქ მაგალითად აშენდეს ტექნიკირი უნივერსიტეტი”- განაცხადა “მშრომელთა სოლიდარობის კავშირის” თავმჯდომარემ, სამოქალაქო აქტივისტმა გიორგი ტყემალაძემ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა TV4-თან საუბრისას კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ციხე აშენდება. მისი თქმით, ამ ეტაპზე ციხის დაპროექტება მიმდინარეობს და სამშენებლო სამუშაოები სავარაუდოდ, მომავალ წელს განახლდება.