არჩევნებს ეუთოს 380 წარმომადგენელი დააკვირდება

საქართველოში არჩევნებს ეუთოს 380 წარმომადგენელი დააკვირდება. ამის შესახებ სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჯილიენ სტირკიმ განაცხადა.

როგორც სტირკიმ აღნიშნა, მისიის ძირითადი გუნდი 13 ექსპერტისგან შედგება, ხოლო 30 წარმომადგენელი გრძელვადიანი დაკვირვებისთვის ჩამოვა. 

“ეუთო/ოდირის ვალდებულებაა, უსაფრთხოდ შეასრულოს თავის მანდატი და დააკვირდეს არჩევნებს. ჩვენი ძირითადი გუნდი შედგება 13 ექსპერტისგან. გუნდი იმუშავებს საქართველოში 7 კვირის განმავლობაში. 30 სექტემბერს, 30 გრძელვადიანი გუნდი ჩამოვა საქართველოში. ისინი ქვეყნის მასშტაბით 13 სხვადასხვა ადგილას გადანაწილდებიან და არჩევნებს რეგიონულ დონეზე დააკვირდებიან. კენჭისყრის დღისთვის 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი ჩამოვა. არჩევნებზე დაკვირვებას სპეციალური მეთოდოლოგიის საფუძველზე ვახორციელებთ და ვიყენებთ მას უკვე 20 წლის განმავლობაში”, – ამბობს სტირკი

შეგახსენებთ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.