აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
“ხვალ დილიდან, ტელევიზიაში ეპოდემიოლოგები დაიწყებენ პროტოკოლით დადგენილი სამუშაოების განხორციელებას. თუ რა რეჟიმში განაგრძობს მაუწყებელი მაუწყებლობას, სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნულმა თანამშრომელმა კვლევა ბათუმში განთავსებულ კარვებში ჩაიტარა, სადაც კორონავირუსი დაუდასტურდა.