ახალქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევას ადამიანი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ახალქალაქში,სოფელ კუმურდოსთან მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.