ბათუმში, მოხუცთა პანსიონატში 5 ბენეფიციარი და 1 თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდნენ.
ინფიცირებუკები სხვადასხვა კოვიდისმიმღებ ცენტრებში არიან გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, თავშესაფრის ბენეფიციარების დაინფიცირების წყარო უცნობია, თუმცა ინფიცირებულია ამავე დაწესებულების თანამშრომელიც, რომელიც 2 სექტემბრის შემდეგ შვებულებაშია. თანამშრომელს ხანდაზმულებთან 2 სექტემბრამდე კონტაქტი ჰქონდა, თუმცა მოხდა თუ არა დაინფიცირება აღნიშნული თანამშრომლისგან, უცნობია.