ბათუმში საკონდიტრო დონა მუშაობას აახლებს

ბათუმში მდებარე საკონდიტრო დონა მუშაობას ანახლებს. ამის შესახებ განცხადებას კომპანია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით,  ფილიალები 5 ოქტომბრიდან გაიხსნება. 

“5 ოქტომბრიდან ჩვენი კარები კვლავ იხსნება თქვენთვის. ეს განსაცდელიც გადავლახეთ – თქვენი უდიდესი თანადგომით, მხარდაჭერით, აურაცხელი გამამხნევებელი შეტყობინებით, თბილი სიტყვით და ზღვა სიყვარულით.”- ნათქვამია განცხადებაში.

საკონდიტრო  დონას  2 ფილიალი დაახლოებით 1 თვის წინ მას შემდეგ დაიხურა, რაც თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.