ბათუმში მდებარე საკონდიტრო დონა მუშაობას ანახლებს. ამის შესახებ განცხადებას კომპანია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ფილიალები 5 ოქტომბრიდან გაიხსნება.
“5 ოქტომბრიდან ჩვენი კარები კვლავ იხსნება თქვენთვის. ეს განსაცდელიც გადავლახეთ – თქვენი უდიდესი თანადგომით, მხარდაჭერით, აურაცხელი გამამხნევებელი შეტყობინებით, თბილი სიტყვით და ზღვა სიყვარულით.”- ნათქვამია განცხადებაში.
საკონდიტრო დონას 2 ფილიალი დაახლოებით 1 თვის წინ მას შემდეგ დაიხურა, რაც თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.