ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სველი წერტილების მოწესრიგება გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით საპირფარეშოების რეაბილიტაცია-მშენებლობა 14 საჯარო სკოლაში განხორციელდება. თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი სველი წერტილების მოწყობა ახალი სასწავლო წლისთვის დასრულებული იქნება.
დღეს, სოფელ ქვემო არქევანისა და ჭაპალას სკოლებში მიმდინარე სამუშაოებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო.