გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა. როგორც გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში Tv4-ს განუცხადეს, განიკურნა 75-ივე პაციენტი,რომელსაც “კოვიდ 19″ დაუდასტურდა.
ამასთან, მარინა გოგოლაძის ინფორმაციით, გარდაბანში გეგმიური ეპიდკვლევები გრძელდება. მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ,კორონავირუსზე ტესტირება ოჯახის ექიმებს უტარდებათ.
შეგახსენებთ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები 10 აგვისტოს მოიხსნა.