კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გარდაბანში

გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. 

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევიდან 9 გარდაბნის მუნიციპალიტეტს უკავშირდება.

„ქვეყანაში იყო 2227 შემთხვევა, დაგვემატა 165 ახალი შემთხვევა და ამჟამად გვყავს 2392 შემთხვევა. 165 შემთხვევა ქვეყნის რეგიონებისა და ქალაქის მიხედვით ასე ნაწილდება: აჭარა, ბათუმი 109, თბილისი 17, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი – ცხრა, ქვემო ქართლი, გარდაბანი – ცხრა, შიდა ქართლი, გორი – ექვსი, კახეთი გურჯაანი – ექვსი, გურია-ოზურგეთი ოთხი, იმერეთი-ქუთაისი – ოთხი, მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა – ერთი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.