გარდაბანში კორონავირუსზე 100 პირის ტესტის პასუხს ელოდებიან

გარდაბანში კორონავირუსზე 100 პირის ტესტის პასუხს ელოდებიან. როგორც გარდაბნის  მუნიციპალიტეტის მერიაში  TV4-ს განუცხადეს,  ბოლო ოცდაოთხ საათში, “კოვიდ 19″ -ის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა ქალაქ გარდაბანში.  

მათივე ცნობით, 13 პირი თვითიზოლაციაშია, ხოლო 3 საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი.

 ეპიდემიოლოგებმა 100 პირის საკვლევი ნიმუშები აიღეს, რომელთა პასუხები სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი. 

ცნობისთვის, არცერთი პირის ინფიცირების წყარო ცნობილი არ არის და ეპიდკვლევები მიმდინარეობს.

დადასტურებული ექვსი შემთხვევიდან ხუთი ერთი ოჯახის წევრები არიან.