გარდაბანში კორონავირუსზე ტესტის პასუხს 33 ადამიანი ელოდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე ტესტის პასუხს 33 ადამიანი ელოდება. ამის შესახებ TV4-ს გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა გოგოლაძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, 33 პირის ბიოლოგიური ნიმუში კორონავირუსზე გამოსაკვლევად ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნეს და პასუხები სავარაუდოდ, 24 საათის განმავლობაში განცხადება ცნობილი.

მარინა გოგოლაძის განცხადებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში გასული 2 დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. მუნიციპალიტეტში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები გეგმიურად გამოიკვლიეს და ვირუსული ინფექცია არც ერთ მათგანს დაუდასტურდა.