გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე ჩატარებული 196 ტესტის პასუხი ცნობილია. “კოვიდ 19″ არცერთ პაციენტს არ დაუდასტურდა. ამის შესახებ TV4-ს გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
მარინა გოგოლაძის ცნობით, ტესტები უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებსა და მიზნობრივ ჯგუფებს ჩაუტარდათ. გეგმიური კვლევის ფარგლებში კი სამიზნე ჯგუფებად პოლიციისა და საბაჟოს თანამშრომლები შეირჩნენ.
როგორც გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ეთერ გოგოლაძემ TV4 – თან აღნიშნა , ეპიდემიოლოგები დღეს მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრში იმუშავებენ და ბიოლოგიურ საკვლევ ნიმუშებს აიღებენ.