Update: გარდაბანში დაკარგული მოზარდი იპოვეს. როგორც ცნობილი ხდება, მოზარდი თბილისში იპოვეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მოზარდის პოვნის ფაქტს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში მოზარდს ეძებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, 15 წლამდე ბიჭი გუშინ დაიკარგა, რის გამოც ოჯახმა პოლიციას მიმართა.