გარდაბნის ერთ-ერთ სკოლაში ხანძარია

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მე-3 საჯარო სკოლის შენობაში ხანძარია. ამის შესახებ TV4 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, იწვის ოთხსართულიანი საჯარო სკოლის შენობის ერთ-ერთი საკლასო ოთახი,  შენობიდან მოსწავლეებისა და პედაგოგების ევაკუაცია განხორციელდა. 

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია სამი ეკიპაჟი. ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.