გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე დაცვის პოლიციის თანამშრომლებს იკვლევენ

 გარდაბნის  მუნიციპალიტეტში  დღეს კორონავირუსზე  შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომლების კვლევა დაიწყო, – ამის შესახებ TV4-ს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.

ეპიდემიოლოგის, მარინა გოგოლაძის ცნობით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ამ დროისთვის ეპიდემიოლოგების 2 ჯგუფი მუშაობს. მისივე განცხადებით კვლევები 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ამასთან, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მიმდინარე გეგმიური კვლევების ფარგლებში 48 ოჯახის ექიმი უკვე გამოიკვლიეს. ტესტის პასუხი კოვიდ19-ზე ყველა შემთხვევაში უარყოფითი აღმოჩნდა. ადგილობრივი ექიმების გამოკვლევა 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

ინფორმაციისთვის, გარდაბნის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში იმყოფება 33 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში კი 1.