გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის, აღმასრულებელ მდივანს, გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფორმაციას პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ადასტურებს.

პარტიის ცნობით, გედევან ფოფხაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ მაღალი ტემპერატურით შევიდა.

ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის კიდევ ერთ წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსი 9 სექტემბერს  დაუდასტურდა.  ის და მისი ცოლი, ჟურნალისტი ვიკა ბუკია რამდენიმე დღეა, ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობენ.