გონიოში, ზღვაში გამნაღმველებმა კოროზირებული ჭურვი იპოვეს

გონიოში, ზღვაში გამნაღმველებმა კოროზირებული ჭურვი იპოვეს.

ზღვაში ჭურვის არსებობის შესახებ უწყებაში შეტყობინება მოქალაქის მხრიდან შევიდა.

არსებული ინფორმაციით, გამნაღმველებმა ჭურვი უკვე ამოიღეს და ტერიტორიიდან გაიტანეს. ჭურვი კოროზირებულ მდგომარეობაში იყო და სავარაუდოდ, საშიშროებას არ წარმოადგენდა, თუმცა მას ექსპერტები შეისწავლიან. 

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ან ფეთქებადი მოწყობილობის შეძენა-შენახვას გულისხმობს.