გურჯაანში, სოფელ კარდენახში 24 წლის კაცი დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ასაკოვანმა მამამაკაცმა ახალგაზრდა ბიჭი კონფლიქტის ნიადაგზე დაჭრა. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მათი ცნობით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.