პარლამენტში „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები იწყება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი რეგულაციები ეფუძნება პრინციპს – „დამბინძურებელი იხდის“.
გარემოზე ზიანის მიყენების საფრთხის ან ზიანის მიყენების შემთხვევაში, პირი ვალდებული იქნება, აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და გაატაროს ქმედითი ღონისძიებები.