„დამბინძურებელი იხდის“-როდის დაწესდება საწარმოებისთვის სანქციები?!

პარლამენტში „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები იწყება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი რეგულაციები ეფუძნება პრინციპს – „დამბინძურებელი იხდის“.

გარემოზე ზიანის მიყენების საფრთხის ან ზიანის მიყენების შემთხვევაში, პირი ვალდებული იქნება, აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და გაატაროს ქმედითი ღონისძიებები.