პარტია „ევროპულმა საქართველომ“ რუსთაველებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირმა ნადირაშვილი წარუდგინა.
შეხვედრა რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში შედგა, სადაც მხარდამჭერებს ევროპული საქართველოს ლიდერებმა მიმართეს.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ირმა ნადირაშვილმა შეკრებილ მოქალაქეებს სამომავლო გეგმები გაუზიარა და იმ პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა, რაც რუსთაველებს ყველაზე მეტად აწუხებთ.