ვახტანგ მეგრელიშვილმა რუსთავში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

“გირჩის” მაჟორიტარობის კანდიდატმა ვახო მეგრელიშვილმა რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში მხარდამჭერებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

როგორც ვახო მეგრელიშვილი ტვ4-თან საუბარში აღნიშნავს, “გირჩს” რუსთავში პროცენტულად საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს, რისი გაუმჯობესებაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გეგმავს.

მომავალი ერთი თვის განმავლობაში “გირჩი” აპირებს, რუსთავში ასეთი სახის შეხვედრები პერმანენტულად გამართოს, რადგან აუცილებელია, მხარდამჭერები კანდიდატის გარდა ერთმანეთსაც იცნობდნენ.