ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა ჟურნალისტებთან საუბრისას 29 სექტემბერს მომხდარი მარნეულის ინციდენტები შეაფასა და განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა აქტიურად აგრძელებს პროვოკაციულ მოქმედებებს.
დარგალის თქმით, ოპონენტებს პროვოკაციებისგან არაფერი გამოუვა და მათ არჩევნები წაგებული აქვთ.
“სამწუხაროა, რომ ნაციონალური მოძრაობა აქტიურად აგრძელებს პროვოკაციულ მოქმედებებს. მათ იციან, რომ მარნეულსა და მთელი საქართველოს მასშტაბით წაგებული აქვთ არჩევნები. იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ძალიან პოზიტიური წინასაარჩევნო კამპანია გვაქვს, ისინი ყოველდღიურად ცდილობენ, არა მარტო მარნეულში, ამის მაგალითი იყო ბოლნისიც… წელს პროვოკაციები მოწყობილია პირდაპირ ქართული ოცნების შტაბის წინ. მინდა, ყველას მივმართო, ვინც ყოველდღიურად გეგმავს პროვოკაციებს მარნეულში და არა მარტო აქ, არაფერი გამოვა”, – განაცხადა დარგალმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მარნეულში მათ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, ოპერატორს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.