ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პირველი სამუსიკო სკოლის სარეაბილიტაციოდ ტენდერი გამოცხადდა.
პროექტი შენობაში სანტექნიკის, საქვაბე-გათბობა-ვენტილაციის, სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის და სცენის გახმოვანება-განათების სამუშაოებს ითვალისწინებს.
წინადადებების მიღება 23-დან 28 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 544 861 ლარია. სატენდერო პირობების თანახმად , მუსიკალური სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშკრულების დადებიდან 120 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.