ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშასთან ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი მანქანა შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.









