ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  21-25 სექტემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +26, +31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +23, +28 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ამასთან, როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მთავრმა სინოპტიკოსმა, დოდო გვაზავამ TV4-ს განუცხადა, ქვემო ქართლის რეგიონში,  21 სექტემბერს მოღრუბლული, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა ბარში 22-24 , ხოლო მთაში 21-23 გრადუსამდე იქნება.