თბილისელებთან მარცხის გამო მოსკოვის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი გუნდიდან გააგდეს

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩში თბლისის “ლოკომოტივმა” მოსკოვის “დინამო” სენსაციურად, ანგარიშით 2:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

მატჩის წინ მოსკოვის “დინამო” უდავო ფავორიტად ითვლებოდა, მარცხის შემდეგ კი მთავარი მწვრთნელი კირილ ნოვიკოვი გუნდიდან გაუშვეს. მოსკოველების მთავარი მწვრთნელობის ახალ კანდიდატად, 68 წლის გამოცდილი სპეციალისტი, ყურბან ბერდიევი მიიჩნევა.

ევროპა ლიგის ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპზე “ლოკომოტივი” ესპანურ “გრანადას” დაუპირისპირდება.