თბილისში, ვარკეთილში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი სატვირთო მანქანას შეეჯახა. გარდაცვლილია მსუბუქი ავტომობილის მგზავრი ქალი, მძღოლი მამაკაცი კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მომხდარზდ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.