თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ადამიანი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. შემთხვევა თბილისში, ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.