ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. შემთხვევა თბილისში, ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.