“თუ ხედავთ რომ ადგილობრივი ხელისუფლება არ აქტიურობს, მოკიდეთ ხელი და შეაჯანჯღარეთ”

ყველამ ერთად უნდა შევძლოთ რომ ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები, გავაძლიეროთ სოფელი, ქალაქი და ქვეყანა, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზუგდიდში „თხილობა 2020“-ზე მისულ მოქალაქეებს.

გახარიას თქმით, სახელმწიფო თითოეულ ფერმერს უნდა დაუდგეს გვერდით.

„მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ სოფლის მეურნეობას კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ეს ნათელი გახდა პანდემიის დროს, როდესაც ელემენტარულად პირველადი მოთხოვნების პროდუქტების იმპორტი ქვეყანაში გახდა პრობლემა. დღეს, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მიუხედავად პანდემიისა ქვეყნიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი იზრდება. აქ თხილიც თავის ნიშას დაიკავებს. რაც მთავარია, მინდა გისურვოთ მშვიდობა, ეფექტიანი ყოველდღიური შრომის შედეგი, რომ გვენახოს თითოეულ ჩვენგანს. არაფერი არ არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კეთილსინდისიერი შრომით მიღებული შემოსავლი და შემდგომ სიამაყის გრძნობა. ჩათვალეთ, სახელმწიფო, ადგილობრივი ხელისუფლება, სამინისტრო, სრულ მსახურებაში უნდა იყვნენ თქვენთან. დღეს ვეუბნებოდი რიგით ფერმერებს, თუ ხედავთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ არ აქტიურობენ, მოკიდეთ ხელი და შეაჯანჯღარეთ. არაფერი იმაზე ღირსეული არ არის, რიგით ადამიანს რომ ემსახურო“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა მოსახლეობას მოუწოდა, ადგილობრივ ხელისუფლებას მეტი აქტიურობა მოსთხოვონ.


​”რაც მთავარია, მინდა გისურვოთ მშვიდობა, ყოველდღიური შრომის ეფექტიანი შედეგი გვენახოს თითოეულ ჩვენგანს. არაფერია, უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კეთილსინდისიერი შრომით მიღებული შემოსავალი და შემდეგ სიამაყის გრძნობა. სახელმწიფო, ადგილობრივი ხელისუფლება, სამინისტრო, ჩათვალეთ რომ სრულ მსახურებაში უნდა იყვნენ თქვენთან. დღეს ვეუბნებოდი ფერმერებს, თუ ხედავთ რომ ადგილობრივი ხელისუფლება არ აქტიურობს, მოკიდეთ ხელი და შეაჯანჯღარეთ, იმიტომ რომ არაფერი იმაზე ღირსეული არ არის რომ რიგით ადამიანს ემსახურო“, – განაცხადა გახარიამ.